წლის საუკეთესო ლელოს ავტორი ხოაკიმ ტუკულეტია | ვიდეო

01:10, 27.11.2017

მონტე კარლოში “მსოფლიო რაგბის” დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა და წლის საუკეთესო ლელოს ავტორად არგენტინელი ხოაკიმ ტუკულეტი დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ ტუკულეტს წლის საუკეთესო ლელოს ავტორის წოდებაში გელა აფრასიძე (საქართველო), შონ ო’ბრაიენი (ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) და პორშა ვუდმენი (ახალი ზელანდია) ეცილებოდნენ.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც აღნიშნულ ტიტულზე ქართველი მორაგბე იქნა ნომინირებული.

https://www.facebook.com/worldrugby/videos/10155174604813123/

 

სხვა ტიტულები ასე გადანაწილდა:
წლის საუკეთესო მორაგბე – ბოდენ ბარეთი (ახალი ზელანდია)

წლის საუკეთესო გუნდი – Black Ferns (ახალი ზელანდია – ქალთა ნაკრები)

წლის მწვრთნელი – ედი ჯონსი (ინგლისი)

საუკეთესო მსაჯი – ჯოი ნევილი (ირლანდია)

საუკეთესო ახალბედა – რეიკო აიონი (ახალი ზელანდია)

საუკეთესო მოშვიდკაცე – პერი ბეიკერი (აშშ)

 

მსგავსი