საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2017 წლის ლაურეატები გამოავლინა.
წლის საუკეთესო ძიუდოისტი ხმის მიცემით გამოავლინეს და უმრავლესობამ საუკეთესოდ გურამ თუშიშვილი დაასახელა.
სხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო ჭაბუკი ძიუდოისტი – ლაშა ბექაური;
საუკეთესო ქალი ძიუდოისტი – სოფიო სომხიშვილი;
საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტი – ჯაბა პაპინაშვილი;
საუკეთესო გუნდი – საქართველოს ჭაბუკ ვაჟთა და გოგონათა შერეული გუნდი;
საუკეთესო პირადი მწვრთნელი – ბათო ჯიქური;
საუკეთესო კლუბი – შევარდენი 2005;
საუკეთესო ეროვნული კატეგორიის მსაჯი – კობა ედიშერაშვილი;
ძიუდოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ: გურამ პაპიტაშვილი, ანზორ მარტყოფლიშვილი, გივი ზაუტაშვილი და ზურაბ კახაბრიშვილი.