წლის საერთაშორისო დიზაინერი დონატელა ვერსაჩე გახდა
წლის საერთაშორისო დიზაინერი დონატელა ვერსაჩე გახდა

დონატელა ვერსაჩე წლის საერთაშორისო დიზაინერი გახდა. სუპერ მოდელმა ნაომი კემბელმა კი თავის კარიერაში ყველაზე დიდი ჯილდო მიიღო და პირველი მოდელი გახდა, რომელმაც მოდის ოსკარი დაიმსახურა. ინფორმაციას Vogue ავრცელებს.

მოდის სფეროში ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი დაჯილდოება ნიუ- იორკში გაიმართა.

მოდის ოსკარის მფლობელად ვერსაჩე „სი ეფ დი ეი -მ“ დაასახელა.

დონატელა მაღალი მოდის ინდუსტრიაში მეოთხე ქალი დიზაინერია, რომელმაც საერთაშორისო ჯილდო კრეატიული დირექტორის რანგში მიიღო. პირველად ეს რეი კავაკუბომ გასულ საუკუნეში შეძლო, შემდეგ იყო ლეგენდარული მიუჩია პრადა და ფიბი ფაილო.

2017 წლის 22 სექტემბერს იტალიურმა მოდის სახლმა „ვერსაჩემ“ მილანის მოდის კვირეულზე გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარმოადგინა. სწორედ ამ დეფილეს შემდეგ გააკეთა არჩევანი მოდის ინდუსტრიამ დონატელა ვერსაჩეზე. დღეს უკვე ისტორიად ქცეული ჩვენება დონატელამ ძმის, ჯანი ვერსაჩეს ხსოვნას მიუძღვნა.

ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. მისი საკულტო იდეები კი დონატელამ ახალ კოლექციაში გააერთიანა. შოუს კულმინაცია ნამდვილად იყო მისი დასასრული. ჯანისადმი მიძღვნილი ჩვენება 90-იანი წლების სუპერ მოდელებმა დახურეს.

ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ელენა კრისტენსენი და კარლა ბრუნი, ჯორჯ მაიკლის სიმღერა Freedom-ის ფონზე პოდიუმზე ერთად გამოვიდნენ.