წლის ქალი ფეხბურთელი სუთიძეა, წლის ფუტსალელი - კუპატაძე #1TVSPORT
წლის ქალი ფეხბურთელი სუთიძეა, წლის ფუტსალელი - კუპატაძე #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციულ დაჯილდოებაზე 2021 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და წლის ფუტსალის მოთამაშე დაასახელეს.

2021 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი)

ნომინანტები – ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი) და ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი)

გამოკითხვის შედეგად შოთა თოფურიამ და ვახტანგ ჯვარაშვილმა ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს

2021 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – ნინო სუთიძე (კვარტალი)

ნომინანტები – ნინო სუთიძე (კვარტალი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი)

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა.