წლის პასუხისმგებელი კომპანიის გამოსავლენად კონკურსი დაიწყო
წლის პასუხისმგებელი კომპანიის გამოსავლენად კონკურსი დაიწყო

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით „მელიორა 2019“ დაიწყო. ეს არის პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი, რომელიც საქართველოში მეორე წელია ტარდება და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სამაგალითო პროექტებს და ინიციატივებს კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში.

კომპანიებს განაცხადების შეტანა 2019 წლის 30 სექტემბრამდე შეეძლებათმ გამარჯვებული კი ექვს ძირითად კატეგორიაში გამოვლინდება: მწვანე ინიციატივა, პასუხისმგებელი დამსაქმებელი, კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე, საზოგადოების მხარდაჭერა, სექტორთა პარტნიორობა და CSR-ის შესახებ კომუნიკაცია. უმაღლესი ჯილდო – წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მსხვილ და მცირე/საშუალო ბიზნესებს ცალ-ცალკე მიენიჭებათ.

კონკურსი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იმართება.