წლის მწვრთნელის ნომინაციაზე ფიფა-მ საუკეთესო ხუთეული შეარჩია #1TVSPORT
ფიფა-მ 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე ხუთი სპეციალისტი წარადგინა – მათ შორისაა „ნაპოლის“ ყოფილი დამრიგებელი და ახლა კი იტალიის ნაკრების თავკაცი, ლუჩანო სპალეტი.
წლის საუკეთესო მწვრთნელების ხუთეული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით:
ლუჩანო სპალეტი – „ნაპოლი“, იტალიის ნაკრები;
ხოსეპ გვარდიოლა – „მანჩესტერ სიტი“;
ჩავი – „ბარსელონა“;
სიმონე ინძაგი – „ინტერი“
ანგელოს პოსტექოგლუ – „ტოტენჰემი“
წლის საუკეთესო მეკარის ვინაობა ხმის მიცემით გაირკვევა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრებების კაპიტნები და მწვრთნელები.
გასულ წელს საუკეთესო მწვრთნელად ლიონელ სკალონი დაასახელეს, რომელმაც არგენტინის ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა.