სეზონში „დიდი სლემის“ მეორე ტურნირი – როლან გაროსი, შესაძლოა, დათქმულ ვადებში არ გაიმართოს. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. საფრანგეთში კვლავაც მოქმედებს კომენდანტის საათი, გარდა ამისა, ერთი თვით უნდა შემოიღონ თვითიზოლაციის ახალი რეჟიმი, – წერს გამოცემა Express.
„თუ გამოაცხადებენ, რომ თვითიზოლაცია ორი თვე უნდა გაგრძელდეს, აუცილებლად მოგვიწევს ზომების მიღება. ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება ტურნირის მთლიანად გაუქმება, მაგრამ არც კი მინდა ამაზე ვიფიქრო, – განაცხადა საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟილ მორეტონმა. – ჩვენ ვსწავლობთ ბევრ ვარიანტს როლან გაროსის გასამართად, თუნდაც ეს იყოს მატჩების ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარება. ყველა ვარიანტი უკვე მზად გვაქვს“.
2021 წლის როლან გაროსის სტარტი 23 მაისისთვის არის დანიშნული. შარშან, გრუნტის კორტებზე წლის მთავარი ტურნირი გაზაფხულიდან შემოდგომაზე გადაიტანეს.
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 40 ათასს აღწევს.