წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის პროცესი დაიწყონ
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის პროცესი დაიწყონ

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის პროცესი დაიწყონ. ორგანიზაციის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„წითელი ჯვრის“ განცხადებით, ამ დრომდე მხარეებთან გაცვლის პროცესის დასაწყებად შეთანხმება არ არის მიღწეული.

„ამ დრომდე ჩვენ მხარეებთან ინტენსიურად განვიხილავთ საკითხს, თუმცა ჯერ არ არის მიღწეული რამე არსებითი შეთანხმება, რაც ჩვენ გასვლის პროცესის დაწყების საშუალებას მოგვცემდა“, – განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, მარტინ შუეპმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

„ამგვარად, მოლაპარაკებები ორივე მხარესთან გრძელდება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პირობები დაკმაყოფილდება, რათა მომავალში ამგვარი ოპერაციის განხორციელება შევძლოთ“, – აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მარტინ შუეპმა, ასევე მხარეებმა „წითელი ჯვრის“ თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგად სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ.