გიორგი წიტაიშვილის და გიგი აბუაშვილის „მეცი“ ტესტშეხვედრაში „ტრუას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა 1:0.
საქართველოს ნაკრების ფალნგის მოთამაშე წიტაიშვილი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო გიგი აბუაშვილმა შეცვლაზე ითამაშა. ერთადერთი გოლი კი შეხვედრის დასასრულს გოტიე ჰეინმა გაიტანა.
„მეცი“ ბოლო საკონტროლო შეხვედრას 9 აგვისტოს „ჰოფენჰაიმთან“ გამართავს, ხოლო სეზონს 17 აგვისტოს „სტრასბურთან“ საშინაო შეხვედრით გახსნის.