წიტაიშვილის ასისტით - „ლეხი“ კონფერენს ლიგის ჯგუფში გავიდა #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის „ლეხმა“ კონფერენს ლიგის პლეიოფის განმეორებითი მატჩი ლუქსემბურგში „დუდელანჟთან“ 1:1 დაასრულა და ევროსეზონს ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს.
პირველი შეხვედრა პოზნანში „ლეხმა“ 2:0 მოიგო და მეტოქეს კომფორტული უპირატესობით ესტუმრა. მეორე შეხვედარში ნიკა კვეკკესკირი პოლონელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, გიორგი წიტაიშვილი კი მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა.
„დუდელანჟი“ 36-ე წუთზე მეჰდი კირშმა დააწინაურა, 66-ე წუთზე კი წიტაიშვილმა მშვენიერი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ჟოელ პერეირა დატოვა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა და „ლეხისთვის“ სასურველი შედეგი დააფიქსირა 1:1. 74-ე წუთზე კვეკვესკირმა ჯარიმა სახიფათოდ შეასრულა და მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა.
ორი მატჩის ჯამში პოლონელებმა დამაჯერებლად მოიგეს 3:1 (2:0, 1:1). პოზნანის „ლეხი“ სეზონს ორ ფრონტზე გააგრძელებს – პოლონეთის ექსტრაკლასაში ტიტულის დაცვას შეეცდება, ხოლო კონფერენს ლიგაზე – ჯგუფში კარგად თამაშს და შემდეგ ეტაპზე გასვლას.
გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა პორტუგალიურ „ჟილ ვისენტეში“, რომელიც ნიდერლანდურ „ალკმაართან“ გასვლაზე წაგების (0:4) შემდეგ, სახლშიც დამარცხდა 1:2 და გათამაშებას გამოეთიშა.