წიტაიშვილი „შახტარში“ არ გადავიდა - ქართველმა კიევის „დინამოში“ დარჩენა ამჯობინა
გიორგი წიტაიშვილმა დონეცკის „შახტარში“ გადასვლაზე უარი თქვა და კიევის „დინამოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.
უკრაინულ მედიაში 18 წლის ქართველი თავდამსხმელზე წერდნენ, რომ თითქოს, დონეცკის „შახტარში“, პეტერბურგის „ზენიტში“ და ამსტერდამის „აიაქში“ ითამაშებდა. გიორგი ახლახანს 18 წლის გახდა. ზუგდიდელი ახალგაზრდა კიევის „დინამოს“ აკადემიის გაზრდილია და დინამოელთა იუნიორთა და ახალგაზრდული გუნდებში თამაშობდა. იყო იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის მონაწილე. განაცხადა.
მაგრამ მცირე ხნის წინ, მისი გვარი კიეველთა განაცხადიდან ამოიღეს და ხმები მის წასვლაზე რეალურს დაემსგავსა. თუმცა, საბოლოოდ, გიორგი წიტაიშვილმა „დინამოსთან“ თანამშრომლობა ხუთი წლით გაახანგრძლივა.