წიტაიშვილი მოედანს მოსალოდნელზე ადრე დაუბრუნდება - ფეხბურთელი განიცდის, რომ საქართველოს ნაკრებში დებიუტი გადაედო #1TVSPORT
წიტაიშვილი მოედანს მოსალოდნელზე ადრე დაუბრუნდება - ფეხბურთელი განიცდის, რომ საქართველოს ნაკრებში დებიუტი გადაედო #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი, რომელიც პოლტავასვორსკლაში“ კიევის „დინამოდან“ იჯარით გადავიდა, შესაძლოა, მოედანს უფრო ადრე დაუბრუნდეს, ვიდრე წინასწარი მონაცემებით იყო ცნობილი.

20 წლის თავდამსხმელი უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში „მარიუპოლთან“ (1:0) შეხვედრაში სერიოზულად დაშავდა – 20 წლის ქართველ შემტევს ტერფის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს. გავრცელებული ცნობით, კიევის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ პოლტავურ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტა და ფეხბურთელის სამკურნალოდ უკრაინის დედაქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა.

როგორც შევიტყვეთ, გიორგის ტრავმა იმდენად სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორც თავიდან ეგონათ. სავარაუდოდ, ის 2 თვის ნაცვლად, მოედანს თვენახევარში დაუბრუნდება. მაგრამ კიევის „დინამოს“ ექიმები გარანტიას აძლევენ, რომ ამ პერიოდში მოედანს აუცილებლად დაუბრუნდება.

საქართველოს პირველ არხს წიტაიშვილთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, გიორგი ტრავმაზე არანაკლებად იმას განიცდის, რომ საქართველოს ნაკრებში მისი დებიუტი გადაიდო. უკრაინაში გაზრდილმა 20 წლის ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ჩვენი ქვეყნის ნაკრების სახელით თამაში გადაწყვიტა. მაგრამ ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებში გიორგის დებიუტი გადაიდო – წიტაიშვილი „ჯვაროსნებს“ მარტის შეხვედრებზე ვერ დაეხმარება.