კიევის „დინამო“ წიტაიშვილს იჯარის ვადაზე ადრე დაიბრუნებს #1TVSPORT
კიევის „დინამო“ წიტაიშვილს იჯარის ვადაზე ადრე დაიბრუნებს #1TVSPORT

კიევის „დინამოს“ ფლანგის თავდამსხმელი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც პოლტავასვორსკლაში“ იჯარით გადავიდა, უკრაინის ჩემპიონატის მე -17 ტურში „მარიუპოლთან“ (1:0) შეხვედრაში სერიოზულად დაშავდა – 20 წლის ქართველ შემტევს ტერფის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს. 

ტელეგრამ-არხის, „ფუტბოლნი რიცარის“ ცნობით, კიევის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ პოლტავურ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულებას ვადაზე ადრე შეწყვეტა და ფეხბურთელის უკრაინის დედაქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა: „გიორგი წიტაიშვილი მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დაისვენებს. მას მარცხენა ფეხის ტერფის ძვლის  მოტეხილობა აქვს. სავარაუდოდ, „დინამო“ ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულებას ნაადრევად შეწყვეტს და გიორგი რეაბილიტაციისთვის კიევში დაბრუნდება“.

გავრცელებული ცნობით, ეს კიევური კლუბის ინიციატივა იყო. „დინამოს“ ხელმძღვანელთა სამომავლო მონახაზში წიტაიშვილს მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება. ამიტომ ამჯობინეს, რომ კიევის „დინამოს“ ზედამხედველობით იმკურნალოს და გაიაროს რეაბილიტაციის კურსი. გარდა ამისა, თუ საჭირო გახდა ოპერაცია (და ეს საჭიროა), უკეთესია კიევში ჩაუტარდეს, ვიდრე – პოლტავაში, რადგან „დინამოს“ ექიმები და რეაბილიტოლოგები უფრო გამოცდილი პროფესიონალები არიან.

უკრაინაში გაზრდილმა 20 წლის ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და „ჯვაროსნების“ სახელით თამაში წელს გადაწყვიტა, მაგრამ ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებში გიორგის დებიუტი გადაიდო – წიტაიშვილი „ჯვაროსნებს“ მარტის შეხვედრებზე ვერ დაეხმარება.