წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა

საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით, 6.7 პროცენტი იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წლის ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი, 5,1 პროცენტს შეადგენს.

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობისა და მშენებლობის დარგებში.