წინასწარი მონაცემებით, ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს
ხორვატიის მმართველი პარტია, „ხორვატიის დემოკრატიული გაერთიანება“ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს. ამის შესახებ „როიტერი“ ხორვატიის სახელმწიფო ტელევიზიის ეგზიტპოლზე დაყრდნობით წერს.
ეგზიტპოლის მონაცემებით, მმართველი პარტია პარლამენტის 151 ადგილიდან 61-ს დაიკავებს. შედეგების მიხედვით, მეორე ადგილს იკავებენ სოციალ-დემოკრატები, რომლებიც მოკავშირეებთან ერთად, 44 ადგილის დაკავებას შეძლებენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, კოალიციის შექმნის გარეშე მთავრობის ჩამოყალიბებას ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს.