„როიტერის“ ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა
PARIS, FRANCE - NOVEMBER 27: Former President Nicolas Sarkozy attends The National Tribute to The Victims of The Paris Terrorist Attacks at Les Invalides on November 27, 2015 in Paris, France. (Photo by Pascal Le Segretain/Getty Images)
წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ბრალად ედება ლიბიის ყოფილი პრეზიდენტისგან თანხის უკანონოდ მიღება, რომლითაც მან თავისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია დააფინანსა.
პროკურორებმა სარკოზი და მისი რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი, მათ შორის თანამდებობის პირები – კლოდ გეანტი და ბრის ჰორტეფუ დაადანაშაულეს ლიბიის ყოფილ პრეზიდენტთან, მუამარ კადაფისთან „წარმოუდგენელი, უპრეცედენტო, მიუღებელი“ შეთანხმების მიღწევაში.
პროკურორებმა მოითხოვეს სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა და შვიდწლიანი პატიმრობა. სარკოზიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უდანაშაულოა და გააგრძელებს ბრძოლას სიმართლისთვის.