წილისყრის შედეგად გაირკვა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფები ევროპის ზონაში #1TVSPORT
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა ევროპის ზონაში. 54 გუნდი 12 ჯგუფში გადანაწილდა.
A ჯგუფი
გერმანია/იტალია (მოგებული), სლოვაკეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ლუქსემბურგი.
B ჯგუფი
შვეიცარია, შვედეთი, სლოვენია, კოსოვო.
C ჯგუფი
პორტუგალია/დანია (წაგებული), საბერძნეთი, შოტლანდია, ბელარუსი,
D ჯგუფი
საფრანგეთი/ხორვატია (მოგებული), უკრაინა, ისლანდია, აზერბაიჯანი.
E ჯგუფი
ნიდერლანდები/ესპანეთი (მოგებული), თურქეთი, საქართველო, ბულგარეთი.
F ჯგუფი
პორტუგალია/დანია (მოგებული), უნგრეთი, ირლანდია, სომხეთი.
J ჯგუფი
ნიდერლანდები/ესპანეთი (წაგებული), პოლონეთი, ფინეთი, ლიეტუვა, მალტა.
H ჯგუფი
ავსტრია, რუმინეთი, ბოსნია, კვიპროსი, სან მარინო.
I ჯგუფი
გერმანია/იტალია (წაგებული), ნორვეგია, ისრაელი, ესტონეთი, მოლდოვა.
J ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ყაზახეთი, ლიხტენშტაინი.
K ჯგუფი
ინგლისი, სერბეთი, ალბანეთი, ლატვია, ანდორა.
L ჯგუფი
საფრანგეთი/ხორვატია (წაგებული), ჩეხეთი, მონტენეგრო, ფარერები, გიბრალტარი.
წილისყრის შედეგად შეიქმნა 12 ჯგუფი, საიდანაც ექვსი ხუთგუნდიანია, ექვსიც – ოთხგუნდიანი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მუნდიალზე, ხოლო მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) პლეი ოფში ითამაშებენ, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებს ვერ დაიკავებენ.
ხუთგუნდიანი ჯგუფები შესარჩევ ეტაპს 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ოთხგუნდიანები კი – სექტემბერში. საკვალიფიკაციო ეტაპი ნოემბერში დასრულდება, პლეი ოფის მატჩები კი 2026 წლის მარტში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.