წილისყრამ გოგონათა ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაარკვია #1TVSPORT
უეფა-ს ოფიში, ნიონში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია და ყაზახეთი იქნებიან. მატჩები 22-28 ოქტომბერს ყაზახეთში გაიმართება.
B ლიგის მეხუთე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდელთა ნაკრები, რომელიც სლოვენიას, ჩრდილოეთ მაკედონიასა და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. მატჩები 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია უმასპინძლებს.