წილისყრა | ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

21:17, 27.08.2026

უეფა-ს შტაბბინაში გაიმართა 2026-27 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის წილისყრა. მოგეხსენებათ, ახალი სისტემით ლიგაზე გუნდები ჯგუფებად არ იყოფა – ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ყველა კლუბის შედეგი ერთიან ცხრილში ჯამდება და საუკეთესო 24 ბრძოლას პლეი ოფში განაგრძობს.

წილისყრის შედეგად გამოვლინდა ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე ქართველების მეტოქეები.

ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ): „ბარსელონა“, „მანჩესტერ სიტი“, „რომა“, „ასტონ ვილა“, „გალათასარაი“, „ვილიარეალი“, „სლოვანი“, „კომო“.

გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“): „ატლეტიკო“, „ინტერი“, „ბრიუგე“, „პორტუ“, „ვილიარეალი“, „ფენერბაჰჩე“, „ლანსი“, „ლასკი“.

გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“): პსჟ, „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „დორტმუნდი“, „ნაპოლი“, „ფენერბაჰჩე“, „საბაჰი“, „სლავია პრაღა“.

ირაკლი აზაროვი („შახტარი“): „რეალი“, „ინტერი“, „სპორტიგი“, „ეინდჰოვენი“, „ფენერბაჰჩე“, „ლაიფციგი“, აეკ ათენი, „სლოვანი“.

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩები 8 სექტემბერს დაიწყება. ტურნირის ფინალი 2027 წლის 5 ივნისს გაიმართება.

მსგავსი