ახალი წიგნი ქართულ ფეხბურთის ზეობის წლებზე - ვინც ამას წაიკითხავს, მგონია, რომ გული ოდნავ მაინც გაუთბება [ფოტო]
„ანდრო ჟორდანიას სიტყვებით გეტყვით – რომ შეძლო მომავლისკენ გახედვა, წარსული არ უნდა დაივიწყო. აი, ესაა საფუძველი, რის გამოც ახალი წიგნი გამოვეცი“, – ამბობს გია გორგოძე, რომლის წიგნის („ჩვენი ფეხბურთის ზეობის ხუთწლედი“) პრეზენტაცია დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული ეს წიგნი მესამე ნაწილია ოთხტომეულის – „ქართული ფეხბურთის საუკუნე“. სერია ქართული ფეხბურთის ისტორიას აჯამებს და სხვადასხვა ავტორების მიერ პერიოდულ პრესასა და წიგნებში გამოქვეყნებულ წერილებს აერთიანებს.
პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „ათიანის“ გამომცემელი და მთავარი რედაქტორი გიორგი გორგოძე მესამე ნაწილში ქართული ფეხბურთის ოქროს ხანას, 1976-1981 წლებს აღწერს.
„ვინც „ჩვენი ფეხბურთის ხუთწლედს“ წაიკითხავს, მგონია, რომ გული ოდნავ მაინც გაუთბება. ეს წიგნი არის გულშემატკივრისთვის და არაა ზედმიწევნით მოთხრობილი ისტორია. ესაა გულშემატკივრებისა და სპორტული ჟურნალისტების ყველა თაობის წიგნი. მეოთხე ნაწილი მაისში გამოიცემა, სადაც ქართული ფეხბურთის ყველაზე რთულ პერიოდზე, დამოუკიდებლობის პირველ წლებში გამოქვეყნებული წერილებია თავმოყრილი“, – ამბობს გია გორგოძე.
„