"ლივერპულის" გეგმები - მაჰრეზი, ლემარი და სუარესის დაბრუნება
"ლივერპულის" გეგმები - მაჰრეზი, ლემარი და სუარესის დაბრუნება

მას შემდეგ, რაც თითქმის გადაწყდა ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლა, “ლივერპულმა” აქტიური მუშაობა დაიწყო დანაკარგის შევსებაზე.

როგორც ესპანური ჟურნალი Don Balon წერს, იურგენ კლოპის გუნდი დაინტერესებულია “ბარსელონას” ფორვარდის ლუის სუარესის დაბრუნებით და უკვე გააკეთა შესაბამისი განაცხადი. შეგახსენებთ, რომ 30 წლის ურუგვაელი “ლივერპულში” 2011-14 წლებში თამაშობდა და იქიდან გადავიდა “ბარსელონაში”.

გარდა ამისა, “ლივერპული” აგრძელებს “მონაკოსა” და “ლესტერის” ნახევარმცველებზე – ტომა ლემარზე და რიად მაჰრეზზე ნადირობას.
როგორც ფრანგული გაზეთი L’Equipe წერს, იანვარში ყველაზე რეალურია მაჰრეზის გადაბირება. თუ “ლივერპულის” მხრიდან ღირებული წინადადება იქნება, “ლესტერი” ალჟირელს უპრობლემოდ შეელევა.


წლევანდელ სეზონში მაჰრეზმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და რვა გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი მიითვალა.