„წიგნების თაროს“ რეგისტრაცია დაიწყო
„წიგნების თაროს“ რეგისტრაცია დაიწყო

მე-6 სასკოლო სეზონი

„წიგნების თაროს“ მე-6 სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო.

მონაწილეობის მსურველი სკოლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (მასწავლებელმა, დირექტორმა) უნდა დაარეგისტრიროს სამი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი პირველი არხის ვებგვერდზე – registracia.1tv.ge

რეგისტრაცია გაგრძელდება 15 იანვრის ჩათვლით.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტებთან ჩატარდება ონლაინ-გასაუბრება, რის შედეგადაც გამოვლინდება მეორე ტურში გადასული სკოლები.
მეორე ეტაპზე გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი პირადად შეხვდება მონაწილეებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. საბოლოოდ გამოვლინდება 32 გუნდი, რომელიც გადაცემის მე-6 სასკოლო სეზონში მიიღებს მონაწილეობას.

ერთ სკოლას მხოლოდ ერთი გუნდის რეგისტრაციის უფლება აქვს. გუნდის წევრი 2018-2019 სასწავლო წლისთვის უნდა იყოს მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე.

გამარჯვებული გუნდი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

 

მე-2 სტუდენტური სეზონი

„წიგნების თაროს“ მე-2 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო.

სტუდენტურ სეზონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრ სტუდენტებს. გუნდის სამივე წევრი უნდა იყოს ერთი კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის კონკრეტული ფაკულტეტის სტუდენტი. რეგისტრაცია მიმდინარეობს პირველი არხის ვებ-გვერდზე – registracia.1tv.ge

რეგისტრაცია გაგრძელდება 15 იანვრის ჩათვლით.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტებთან ჩატარდება ონლაინ-გასაუბრება, რის შედეგადაც გამოვლინდება მეორე ტურში გადასული უმაღლესი სასწავლებლები. მეორე ეტაპზე გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი პირადად შეხვდება მონაწილეებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. საბოლოოდ გამოვლინდება 16 გუნდი, რომელიც გადაცემის მე-2 სასკოლო სეზონში მიიღებს მონაწილეობას.

გუნდების რაოდენობა უმაღლესი სასწავლებლებიდან შეზღუდული არ არის.

გამარჯვებული გუნდი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

დატოვე კომენტარი