WhoScored-მა მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა - საუკეთესოებად მესი და ბრუნო ფერნანდეში დასახელდნენ #1TVSPORT
სტატისტიკურმა ვებ გვერდმა WhoScored-მა კატარში დასრულებული 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა ლიონელ მესიმ და პორტუგალიის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა 8,2 ქულით ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს.
მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (პოლონეთი, 7,9 ქულა)
მცველები: ტეო ერნანდესი (საფრანგეთი, 7,2), როდრი (ესპანეთი, 7,4), ჰარი მაგუაირი (ინგლისი, 7,4), აშრაფ ჰაკიმი (მაროკო, 7,0).
ნახევარმცველები: კაზემირო (ბრაზილია, 7.5), ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია, 8.2), ჯუდ ბელინგემი (ინგლისი, 7.6).
თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი, 7,5), ლიონელ მესი (არგენტინა, 8,2), კილიან მბაპე (საფრანგეთი, 8,0).
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები (3:3, პენალტებით 4:2) დაამარცხა და 36-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.