წერეთლის გამზირზე, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, მწვანე სივრცე მოეწყობა
წერეთლის გამზირზე, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, მწვანე სივრცე მოეწყობა

წერეთლის გამზირზე, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, ნებართვა გავაუქმეთ და იმ ადგილზე მწვანე სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე, მე-12-13-15 კორპუსების მიმდებარედ იგეგმებოდა სასტუმროს მშენებლობა ძალიან შეზღუდულ ტერიტორიაზე, რამაც ადგილობრივების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ მიერ იყო ნებართვა გაცემული, მაშინ ახალი მოსულები ვიყავით, გაიპარა. არ უნდა გაცემულიყო ეს ნებართვა. ჩვენ ვიღებთ შეცდომას და შენიშვნას, ნებართვა გაუქმებულია. მოლაპარაკებები გვქონდა კერძო მესაკუთრესთან და შევთანხმდით, რომ ადგილმონაცვლეობას გავუკეთებდით. მინდა, მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან შეუძლებელი იყო ამ კონკრეტულ ადგილზე პროექტის განხორციელება. მინდა, დავავალო დიდუბის გამგებელს, ამ ადგილზე, იქ მცხოვრებ ადამიანებს მოუწყოთ მწვანე სივრცე, ძალიან ლამაზი სკვერი”, – განაცხადა კალაძემ.