Welt am Sonntag - გერმანია არასრუწლოვანი მიგრანტების დეპორტაციას გეგმავს
Welt am Sonntag - გერმანია არასრუწლოვანი მიგრანტების დეპორტაციას გეგმავს

გერმანია არასრუწლოვანი მიგრანტების დეპორტაციას გეგმავს. ამის შესახებ ცნობას Welt am Sonntag-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, მათ მოიპოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ გერმანიის ხელისუფლება უახლოეს ხანში მაროკოში მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების მშენებლობას დაიწყებს, სადაც ქვეყნიდან დეპორტირებულ არასრულწლოვან მიგრანტებს დაასახლებენ.

სულ საუბარია 100 მოზარდზე, რომელიც აღნიშნული დაწესებულებებში იცხოვრებს. ამ ცენტრებში ისინი მიიღებენ სოციალურ დახმარებას და განათლებას. მიგრანტების თავშესაფრების მშენებლობასა და მოწყობაში ჩართულია მაროკოს მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პირველ რიგში ამ დაწესებულებებში იმ 18 წლამდე მოზარდებს დაასახლებენ, ვინც სხვადასხვა დანაშაულშია შემჩნეული. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა დეპორტაცია გერმანიის კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება. მათი სამშობლოში გაძევება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ არსებობს კონკრეტული პირი, რომელიც მათ მეურვეობაზე იქნება პასუხისმგებელი და ასევე არსებობს დაწესებულება, რომელშიც არასრულწლოვნები “ღირსეულად” იცხოვრებენ.

2015 წლიდან დღემდე გერმანიიდან სამშობლოში არც ერთი არასრულწლოვანი მიგრანტი არ გაუძევებიათ.