წელს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზანის“ მიკროზონების ყურძენს მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ჩაიბარებენ
წელს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზანის“ მიკროზონების ყურძენს მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ჩაიბარებენ

2019 წლის რთველის დროს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზანისმიკროზონების ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კადასტრის ამონაწერის დასამოწმებლად, მევენახემ მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ შესაბამის სამსახურებს 2019 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა მიმართოს, რომლებიც განთავსებულია საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში ყვარელსა და გურჯაანში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების საკრებულოებში: ველისციხე, კალაური, ვაჩნაძიანი, ჩუმლაყი, ვაზისუბანი, ახაშენი, მუკუზანი და შაშიანი.

ასევე, შექმნილია კადასტრის მობილური ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

ამასთან, აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: ერთი ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონაზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა.

ამონაწერი  უფასოდ გაიცემა.

ღვინის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხისა და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებასა და გამჭვირვალედ ჩატარებას.

მევენახეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეუძლიათ.