წელს აივ ინფიცირების 457 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
წელს აივ ინფიცირების 457 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 11 ნოემბრის მონაცემებით, დაფიქსირებულია – 457 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 471 ახალი შემთხვევა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ცნობით, სულ საქართველოში რეგისტრირებულია 9 089 აივ ინფიცირებული პირი, მათ შორის 6 795 მამაკაცია და 2 294 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 441 პაციენტს განუვითარდა. 1 889 პაციენტი გარდაიცვალა. 11 ნოემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5709 პაციენტი. მათ შორის 43 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.1 % (3187) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50.1 % (4557) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.6 % (1141) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (113) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3410 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1216; შემდეგ იმერეთში 1088; აჭარაში 1045; აფხაზეთში (536); კახეთში (453) ქვემო ქართლში (521); შიდა ქართლში (346); გურიაში (193); სამცხე-ჯავახეთში (124) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 120 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 48 – გოგონა. 30 გარდაიცვალა. სამი გავიდა ქვეყნიდან.