წედისის ციხის კომპლექსს, დიდნაურის ნაქალაქარსა და ხვამლის ციხე-ქვაბულს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

18:54, 24.07.2020

გორის მუნიციპალიტეტში მდებარე წედისის ციხის კომპლექსს, ასევე დედოფლისწყაროში მდებარე დიდნაურის ნაქალაქარსა და ხვამლის ციხე-ქვაბულს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.

„კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება დღეს, 24 ივლისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

მსგავსი