წარმომადგენელთა პალატის სპიკერი - პრეზიდენტის ოპონენტი თუ ხართ, იუსტიციის სამინისტრო ცდილობს, ციხეში ჩაგსვათ, ხოლო თუ პრეზიდენტის შვილი, მიიღებთ ძვირფას გარიგებას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი ჰანტერ ბაიდენის საპროცესო შეთანხმებას აკრიტიკებს.
„ჩემი პირველი რეაქცია არის ის, რომ ამერიკაში გრძელდება ორსაფეხურიანი სისტემის გამოვლენა. თუ თქვენ ხართ პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, იუსტიციის სამინისტრო ცდილობს, ციხეში ჩაგსვათ და დაგაკისროთ თავისუფლების აღკვეთა. თუ პრეზიდენტის შვილი ხართ, მიიღებთ ძვირფას გარიგებას“, – აღნიშნა რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი სამ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. ჰანტერ ბაიდენი ბრალს აღიარებს ფედერალურ გადასახადებთან დაკავშირებულ ორ დარღვევასა და იარაღის ფლობასთან დაკავშირებით.
ჰანტერ ბაიდენმა ფედერალურ პროკურორებთან შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების თანახმად, რომელიც დელავერის ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს, ჰანტერ ბაიდენს ორწლიანი პირობითი სასჯელის მოხდა მოუწევს.