წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ირანთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს სამხედრო უფლებამოსილებებს უზღუდავს
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ირანთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს სამხედრო უფლებამოსილებებს უზღუდავს.
დოკუმენტს დემოკრატების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში 227 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 186-მა მისცა ხმა.
რეზოლუცია აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესის ნებართვის გარეშე ირანის წინაღმდეგ სამხედრო მოქმედებებს უკრძალავს.
მანამდე, თებერვალში, რეზოლუცია სენატმა დაამტკიცა. ახლა ის ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.
„თუ ტრამპს სერიოზული მიდგომა აქვს დაუსრულებელი ომების შეწყვეტის შესახებ საკუთარი დაპირებების მიმართ, ის რეზოლუციას ხელს მოაწერეს“, – განაცხადა სენატის დემოკრატმა წევრმა ტიმ კეინმა.
იანვრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, ერაყში სარაკეტო დარტყმით ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს. საპასუხოდ, ირანმა ერაყში იმ სამხედრო ბაზებზე მიიტანა იერიში, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებული.