საქართველოს 16-წლამდელთა ფეხბურთელთა ნაკრებმა მაკედონიაში, უეფას განვითარების თასზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. გიორგი ჩიტაურის გუნდმა აზერბაიჯანი დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები გიორგი აბუაშვილმა დააწინაურა, მეორედ კი, მეტოქის კარი ჯადული იობაშვილმა აიღო, რომელიც ერთი წლით უფროსებში გამოდის. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და გიორგი ჩიტაურის გუნდმა მეტოქე 2:0 დაამარცხა.
საქართველოს U16: ხარატიშვილი, აბჟანდაძე, გრიგალაშვილი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გაგნიძე, ზოსიაშვილი, აბუაშვილი, გვიშიანი, ონიანი, იობაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ტატიშვილი, სიჭინავა, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი, კვაშილავა, ამბროსაძე, ვაზაგაშვილი, ღონღაძე.
მეორე ტური 24 მარტს გაიმართება და საქართველოს ნაკრები მასპინძელ მაკედონიას დაუპირისპირდება, რომელმაც საუდის არაბეთი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სავარაუდოდ, ტურნირის გამარჯვებულის ბედიც ამ დაპირისპირებაში გაირკვევა.