წარმატებული სტარტი – ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით გახსნა #1TVSPORT

15:05, 27.09.2025

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო – ინფორმაციას სფფ ავრცელებს.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, დათო ჩადუნელის ხელმძღვანელობით გუნდი ტურნირის სასტარტო შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

მომდევნო მატჩებში ჩვენი გუნდი ირლანდიის, საფრანგეთისა და ტურნირის მასპინძელ ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ერთა ლიგის A დივიზიონის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს.

საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში ასპარეზობის უფლება 2023 წელს მოიპოვა, როდესაც ბელგიაში ჩატარებული C დივიზიონის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი