წარადგინეს არგენტინის ნაკრების ფორმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე #1TVSPORT
კომპანია Adidas-მა წარმოადგინა არგენტინის ნაკრების საშინაო ფორმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე. სწორედ ამ ეკიპირებით ითამაშებს გუნდი ყატარის სტადიონებზე.
მაისური კლასიკურ სტილშია შესრულებული – ვერტიკალური თეთრი და ცისფერი ზოლებით. ერთ-ერთი სიახლეა მუქი ფერის საყელო.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრები C ჯგუფში საუდის არაბეთთან, მექსიკასთან და პოლონეთთან ერთად ითამაშებს.