Wall Street Journal - რუსმა ჰაკერებმა ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების ქსელში შეაღწიეს
Wall Street Journal - რუსმა ჰაკერებმა ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების ქსელში შეაღწიეს

Wall S treet Journal-ის ცნობით, რუსმა ჰაკერებმა ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების ქსელში შეაღწიეს.

როგორც გამოცემა წერს, კიბერთავდასხმის მსხვერპლი ათობით ამერიკული ფირმა გახდა. ბოროტმოქმედებმა კომპანიები თანამშრომელთა პირადი მონაცემები მოიპარეს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში განაცხადეს, რომ თავდასხმა რუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფება Energetic Bear-ის წევრებმა მოაწყვეს. მათ იოლად შეძლეს მცირე ზომის კომუნალური კომპანიების კომპიუტერულ ქსელში შეღწევა, საიდანაც მსხვილი ენერგეტიკული ფირმების სერვერებზე მიიტანეს კიბერიერიში.

Wall S treet Journal-ის ცნობით, ქსელში შეღწევის შემდეგ ჰაკერებს ელექტროენერგიის გათიშვაც შეეძლოთ. ამასთან როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ზოგიერთმა კომპანიამ შესაძლოა, არც იცოდეს, რომ მათ სერვერებზე თავდასხმა მოხდა.