წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობაში ბილიკები და უსაფრთხოების ჯებირები მოეწყო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობაში ბილიკები და უსაფრთხოების ჯებირები მოეწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ჩანჩქერამდე მისასვლელი ბილიკები და უსაფრთხოების ჯებირები მოეწყო. გაიწმინდა საფეხმავლო გზა და მოხდა მისი გაფართოება.

ხეობაში ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს მოწყობის სამუშაოებში ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, წალენჯიხის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ალექსანდრე მოწერელიამ ინწრას ხეობა გასულ თვეს დაათვალიერა, რა დროსაც ტურისტული ობიექტზე უსაფრთხოების ჯებირების და ბილიკების მოწესრიგება დაგეგმა. სახელმწიფო რწმუნებული ბიზნესსექტორს მიმართავს, სამეგრელოში არსებული უნიკალური ტურისტული ობიექტების განვითარებაში ინვესტიციები ჩადონ.

სოფელ ჩქვალერში, ინწრას ხეობამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რაც ტურისტების ხეობამდე მისვლას უფრო კომფორტულს გახდის.

ინწრას ხეობაში 32 მეტრიანი ჩანჩქერი, მღვიმე და კანიონია.