წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა - ერთობის დროა, რათა გამარჯვება დადგეს, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით წალენჯიხიდან ისევ დაიძრას ავტობუსი თბილისისა და სოხუმის მიმართულებით
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა - ერთობის დროა, რათა გამარჯვება დადგეს, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით წალენჯიხიდან ისევ დაიძრას ავტობუსი თბილისისა და სოხუმის მიმართულებით

შიდაპარტიული, სრული ოპოზიციური ერთობის დროა, რათა გამარჯვება დადგეს ამ ქვეყანაში, რათა წალენჯიხიდან ისევ დაიძრას ავტობუსი თბილისისა და სოხუმის მიმართულებით, – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ „ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ხარჩილავას თქმით, ინდივიდუალური და საზოგადოებრივი თავისუფლება უნდა მოიპოვონ.

„ჩვენ თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის ვართ გაჩენილი. ჩვენ ინდივიდუალური და საზოგადოებრივი თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ. იმ ცხრა პუნქტს, რომელიც ევროკავშირმა დაგვიდგინა, ეს ხელისუფლება არ შეასრულებს. მას აჟრჟოლებს და ტანში ზარავს რუსეთის დამარცხებაზე, იგი, პიროვნული და ქონების უსაფრთხოების მიზნით, მზად არის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ფეშქაშად მიართვას რუსეთს. ამიტომ ერთობის დროა, შიდაპარტიული, სრული ოპოზიციური ერთობის დროა, რათა გამარჯვება დადგეს ამ ქვეყანაში, წალენჯიხიდან ისევ დაიძრას ავტობუსი თბილისის მიმართულებით, ისევ დაიძრას ავტობუსი სოხუმის მიმართულებით მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით“ , – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.