წაგების მიუხედავად, ლორია რუსულ სიმბოლურშია
წაგების მიუხედავად, ლორია რუსულ სიმბოლურშია

გიორგი ლორიას მახაჩყალის „ანჟი“ რუსული პრემიერლიგის 26-ე ტურში სანქტ-პეტერბურგში „ზენიტს“ ესტუმრა, მაგრამ რუსული ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერთან ვერაფერი გააწყო და მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

ამის მიუხედავად, ინტერნეტგამოცემა championat.com-მა 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების მეკარე შეიყვანა, რომელიც მახაჩყალელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. გამოცემამ ამის მიზეზი ახსნა.

„წაგებული გუნდის მეკარე სიმბოლურში – ეს იმას ამტკიცებს, რომ მისი სეივების გარეშე გუნდი უფრო მეტს გაუშვებდა. სანქტ-პეტერბურგში „ანჟის“ მართლაც ძალიან გაუჭირდა, მაგრამ გიორგი ლორიას გარეშე მახაჩყალელები დიდი ანგარიშით წააგებდნენ. ქართველმა ოთხი სეივი გააკეთა, კუთხურის შემდეგ ივანოვიჩის დარტყმა მოიგერია, პლუს სმოლნიკოვის ძალიან სახიფათო შეტევას გადაეღობა“, – წერს championat.com.