წაგების გამო ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ - საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების მწვრთნელი ჯგუფიდან გასვლას იმედოვნებს #1TVSPORT
წაგების გამო ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ - საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების მწვრთნელი ჯგუფიდან გასვლას იმედოვნებს #1TVSPORT

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როსტო ფარცვანიამ კომენტარი გააკეთა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ პირველ შეხვედრაზე ბელგიასთან, რომელიც მეტოქის გამარჯვებით დასრულდა 1:0.

„გვქონდა მომენტები, მაგრამ იყო ნერვიულობის ფაქტორი. მაინც ბიჭებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ისტორიული მატჩი იყო – ზოგს საერთოდ არ აქვს ამ დონეზე ნათამაშები და რთულია თავიდანვე შეეგუო ასეთ ტურნირზე თამაშს“, – ამბობს როსტო ფარცვანია.

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ გუნდი ჯგუფიდან მაინც გავა.

„ორი მატჩი გვაქვს დარჩენილი და ნებისმიერ შემთხვევაში ჯგუფიდან გასასვლელად მაინც უნდა ვიბრძოლოთ. ამ წაგების გამო ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ და მარცხს არ უნდა შევეგუოთ.

ბუდაპეშტში მიმდინარე მასტერ ლიგის მსოფლიოს ჩემპიონატზე (მინი-ფეხბურთის ნაირსახეობა, გუნდები თამაშობენ 7×7 ფორმატით) საქართველოს ნაკრები ბელგიასთან 0:1 დამარცხდა, 13 სექტემბერს კი მეორე მატჩს ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშებს.