ვენესუელის ლიდერმა მინიმალური ხელფასი 300%-ით გაზარდა. ამიერიდან ვენესუელაში დასაქმებულები მინიმუმ 18 ათას ბოლივარს მიიღებენ, რაც დაახლოებით 6,7 დოლარის ტოლფასია.
როგორც Reuters-ი წერს, ამ თანხით ვენესუელაში 10 ცალ კვერცხს ან ერთ კილოგრამ საქონლის ხორცს იყიდი.
მინიმალური ხელფასის გაზრდის პირობა ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ 10 იანვარს საინაუგურაციო გამოსვლაში დადო.
ხელფასები ქვეყენაში არსებული ჰიპერინფლაციის ფონზე გაიზარდა, რაც ეკონომისტების შეფასებით, მოქალაქეების ცხოვრების პირობებს ვერ გააუმჯობესებს.
ნიკოლას მადუროს მეორე ვადით არჩევას ოპოზიცია უკანონოს და არალეგიტიმურს უწოდებს. მაისში გამართული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ევროკავშირი, აშშ და ლათინური ამერიკის ქვეყნების დიდი ნაწილი.