ვულკან ფუეგოს გააქტიურების გამო, ოთხი ათასამდე ადამიანია ევაკუირებული
გვატემალაში ვულკან ფუეგოს გააქტიურების გამო, ოთხი ათასამდე ადამიანია ევაკუირებული. გვატემალის სტიქიური კატასტროფების შედეგების ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით, ვულკანი ამჟამად ფერფლს 7 კილომეტრის სიმაღლეზე აფრქვევს, ლავის ნაკადი კი, სიგრძეში სამ კილომეტრს აღწევს. დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
ვულკანი ფუეგო გვატემალაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. ივნისში აღნიშნული ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 190 ადამიანი დაიღუპა, 230-ზე მეტი კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ეს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ვულკანის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა იყო, რომელმაც 1,7 მილიონზე მეტი გვატემალელი დააზარალა. სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 210 მილიონ დოლარს გადააჭარბა.