გერმანიის მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპასთან - ანგელა მერკელის საახალწლო მიმართვა
გერმანიის მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპასთან - ანგელა მერკელის საახალწლო მიმართვა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანელებს ერთიანობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან საახალწლო მიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა ამდენი განსხვავებული აზრი „სოციალურ საკითებზე, ეკონომიკრ პოლიტიკასა თუ მიგრაციაზე.”

მისივე თქმით,ზოგიერთი საზოგადოებაში არსებულ ბზარზეც კი საუბრობს. მან მოუწოდა გერმანელებს, ახალ წელს გაიხსენონ ყველაფერი ის, რაც მათ აერთიანებს.

გერმანიის კანცლერის განმარტებით, ქვეყნის მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპასთან.

“ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება მომდევნო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება” – თქვა კანცლერმა.

მერკელის განცხადებით, 2018 წელს ის შეეცდება სწრაფად ჩამოაყალიბოს სტაბილური მთავრობა.

„მსოფლიო დიდხანს ვერ დაგველოდება”, – ამბობს გერმანიის მთავრობის მეთაური.
საახალწლო მიმართვაში მერკელმა ყურადღება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებობასა და განათლების სფეროში ინვესტიციების აუცილებლობაზე ისაუბრა.