„ვორსკლას“ საუკეთესო ბომბარდირი - „დილას“ გორშიც აქტიურად უნდა შევუტიოთ #1TVSPORT
„ვორსკლას“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა, ივან შარიმ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გორის „დილასთან“ მოგებაზე (2:1) Sport.ua-სთან ისაუბრა და გუნდს საპასუხო მატჩში შემტევი ფეხბურთის ჩვენება ურჩია.
„ქართველებთან პოლონეთში გამართულ შეხვედრაში ორი განსხვავებული ტაიმი იყო. შესვენებამდე ჩვენმა გუნდმა ვერაფერი გააკეთა. ნერვიულობამ თავისი გაიტანა და უამრავი შეცდომის გამო უპირატესობის მოპოვება გაუჭირდა. უცნაურია, მაგრამ „ვორსკლას“ ფეხბურთელების ქმედებები გააზრებული მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ გახდა.
„ვორსკლას“ უშეცდომოდ არ უთამაშია. თუმცა, გოლის ეპიზოდში „დილას“ თავდამსხმელის ქმედებაც უნდა დავაფასოთ, რომელმაც დასწრებაზე კარგად იმოქმედა. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ „ვორსკლას“ მოთამაშეებმა გოლის შემდეგ ბურთი გააკონტროლეს და შეტევის მიმართულებას გააზრებულად ცვლიდნენ. საბოლოოდ, ამან შედეგზე გავლენა მოახდინა და ორივე საგოლე შეტევა ფლანგებიდან განვითარდა.
„ვორსკლას“ ფეხბურთელებს განმეორებითი მატჩში ვუსურვებ, რომ ითამაშონ ისე, როგორც პოლონეთში გამართული მატჩის მეორე ტაიმში. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და არ მოგვიწევს იმაზე ფიქრი, შემდეგ ტურში გავალთ თუ არა“, – ამბობს „ვორსკლას“ ყოფილი თავდამსხმელი.