ვოლოდმირ ზელენსკი - არასასიამოვნოდ მაოცებს აშშ-ის საელჩოს რეაქცია, ასეთი ძლიერი ქვეყანა, ხალხი და ასეთი სუსტი რეაქცია, სიტყვა „რუსულის“ თქმისაც ეშინიათ რაკეტაზე საუბრისას, რომელმაც ბაშვები დახოცა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „უსიამოვნოდ“ გაკვირვებულია აშშ-ის საელჩოს გამოხმაურებით რუსეთის მიერ კრივოი როგზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
ამასთან, ზელენსკიმ გამოხატული პრინციპული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა ჩეხეთის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე ევროკავშირის, იაპონიის, ბრიტანეთისა და შვეიცარიის დიპლომატებს.
„სამწუხაროდ, არასასიამოვნოდ მაოცებს ამერიკის საელჩოს რეაქცია, ასეთი ძლიერი ქვეყანა, ასეთი ძლიერი ხალხი და ასეთი სუსტი რეაქცია. სიტყვა „რუსულის“ თქმისაც ეშინიათ რაკეტაზე საუბრისას, რომელმაც ბაშვები დახოცა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.