ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, მან მიულოცა ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნა მისი პირადი როლი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებაში, რაც „მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“.
„თურქეთისა და უკრაინის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ქმედითად უწყობს ხელს ჩვენი ერების კეთილდღეობას და საერთაშორისო სტაბილურობას. მომავალშიც გავაგრძელებთ მის განვითარებას და ერთობლივად მუშაობას რეგიონის, ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – წერს ზელენსკი.
თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიის ცნობით, სატელეფონო საუბრისას თურქეთისა და უკრაინის ლიდერებმა განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომისა და რეგიონული საკითხები.