ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ზელენსკის თქმით, საუბრის მთავარი თემა დიპლომატიური პროცესები, ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის საჰაერო ძალების გაძლიერება იყო. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის ჩართულობა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში აუცილებელია და ევროპულ ხმას მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს.
„რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა გააგრძელოს სარაკეტო და უპილოტო საფრენი იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე. განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია ამ თავდასხმების მოგერიება, ადამიანების სიცოცხლის უკეთ დაცვა და დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღების აუცილებლობა. დიდი იმედი გვაქვს საფრანგეთის მხარდაჭერისა და გადამწყვეტი ნაბიჯების“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.