ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

ორი ქვეყნის პირველი პირის სატელეფონო საუბარი ერთი საათი გრძელდებოდა.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინასა და საფრანგეთს შორის თავდაცვის თანამშრომლობა. მე დეტალურად ვაცნობე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ და შევჩერდით შემდგომი ნაბიჯების განხილვაზე „მშვიდობის ფორმულის“ განსახორციელებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.