ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში ორი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო დააკავეს
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში ორი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო დააკავეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, კურსკის რეგიონში ორი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი დააკავეს.

მანამდე კიევსა და დასავლეთში აცხადებდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის რეგულარული ჯარები რუსეთის მხარეს ომში გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდნენ.

როგორც ზელენსკი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები კიევში არიან გადაყვანილი და მათთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

„როგორც ყველა სამხედრო ტყვე, ეს ორი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაციც იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას“, – დაწერა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჟურნალისტებს მათთან საუბრის საშუალება უნდა მიეცეთ.