ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერების შესახებ კანონპროექტს მოაწერა ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერების შესახებ კანონპროექტს მოაწერა ხელი.
დოკუმენტის თანახმად, ფართოვდება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილება და 10 000-ით იზრდება თანამშრომელთა რიცხვი.
როგორც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, გაფართოებული უფლებამოსილების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური შეძლებს, შეასრულოს თავისი საბრძოლო ამოცანები და გაანადგუროს საოკუპაციო ძალები, ჩაატაროს ოპერაციები ქვეყნის დასაცავად.