ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ინსტიტუტებში ცვლილებების შესახებ განაცხადა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ინსტიტუტებში ცვლილებების შესახებ განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტებში ცვლილებების შესახებ განაცხადა. კერძოდ, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დინამიკის გაუმჯობესებისა და თავდაცვის მენეჯმენტში ახალი ნაბიჯების შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანამ წელს უნდა მიაღწიოს დრონების წარმოების და სამხედროებისთვის მათი მიწოდების უფრო დიდ მაჩვენებელს, ვიდრე დაგეგმილი ქონდათ.

„სახელმწიფო ინსტიტუტებში ცვლილებები – უკრაინას სჭირდება უფრო მეტი პოზიტიური დინამიკა ურთიერთობებში შეერთებულ შტატებთან და ამავდროულად საჭიროა ახალი ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის სფეროს მართვაში. შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამში“.