ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო გამოძიების ბიუროს განახლების შესახებ წინადადებების მომზადებისა და უკრაინის რადაში სწრაფად წარდგენის დავალება გასცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავალება გასცა სახელმწიფო გამოძიების ბიუროს განახლების შესახებ წინადადებების მომზადებასა და უკრაინის პარლამენტში სწრაფად წარდგენაზე.
„მე დავალება გავეცი, მომზადდეს წინადადებები სახელმწიფო გამოძიების ბიუროს განახლების შესახებ და დაუყოვნებლივ წარედგინოს უკრაინის უზენაეს რადას განსახილველად“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კანონპროექტი იანვარში იქნება შემუშავებული და პარლამენტს დაუყოვნებლივ წარედგინება.
I instructed that proposals for the renewal of the State Bureau of Investigation be prepared and promptly submitted for consideration by the Verkhovna Rada of Ukraine. I expect the presidential bill to be drafted as early as January and submitted to Parliament without delay.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 2, 2026